სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ეთიკის კომისია აცხადებს კონკურსს იურისტის ვაკანსიაზე
იურისტის ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, საკონკურსო კომისიის მიერ, რომელიც ჩატარდება სამ ეტაპად:
- CV-ის და სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
- კაზუსის წერა;
- გასაუბრება.
ძირითადი მოვალეობები:
- ეთიკის კომისიის დისციპლინური საქმისწარმოების ორანიზება;
- ეთიკის კომისიის სფეროში არსებული საერთაშორისო და შიდა პრაქტიკის მოძიება და დამუშავება;
- ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების პროექტებზე მუშაობა;
- ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის
ხელფასის ოდენობა: 1250 ლარი.
კონკურსის მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამუშაო გამოცდილება პროფესიით - სულ მცირე 1 (ერთი) წელი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ეთიკის კომისიის საქმიანობის მიმართ ინტერესი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- იურიდიული კვლევის და წერის უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი.
საბუთების მიღების ვადაა 2014 წლის 18 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ დაზიპული ფაილის სახით, რომელსაც ეწერება კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ მეილზე ethics@gba.ge ან წამოადგინონ სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ოფისში. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ,,ეთიკის კომისიის იურისტი.“
მისამართი: ქ. თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ.36. საკონტაქტო ნომერი: 790278977, www.gba.ge