2016 წ. 19 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებსა და სიფა-ს სისხლის სამართლის ექსპერტებს შორის.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება“, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია დანაშაულის პროვოცირების 2015-2016 წწ. საქმეებისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უახლესი პრაქკტიკის კვლევა და ანალიზი.
ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კოლეგის/ადვოკატის გამოცდილებისა და მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება, რაც სწორედ ამ შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.
სიფა განაგრძობს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობას პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.