17 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. კომიტეტის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობენ ცვლილებებზე და საკანონმდებლო წინადადების სახით პარლამენტს სექტემბერში წარუდგენენ.