სიმპოზიუმი ბიზნეს სამართალში

2 ნოემბერი 2016

27-29 ოქტომბერს სასტუმროში ,,მუზეუმი“ ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი გაიმართა. სადაც განხილული იყორიგი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ბიზნეს სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა, გარანტიები და მათი მნიშვნელობა, კორპორაციული საფარველი, საგადასახდო დავალიანები გადაკისრება, პერსონალური მონაცემებისა და შრომის სამართლის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბისა და ფორმატის ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი საქართველოში პირველად ჩატარდა.
"სამდღიან სიმპოზიუმზე მოწვეული იყოასზე მეტისტუმარი, ადვოკატები, მოსამართლეები, ზოგადად იურიული პროფესიის წარმომადგენლები; ამასთან, ბიზნეს სამართლის ყველაზე აქტუალური საკითხები პირველად გახმაურებული იქნა ადამიანის უფლებების კუთხით, რაც დღეს, თავის მხრივ, გამოწვევაა ქართულ სამართალში", – განაცხადა საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, აღმასრულებელმადირექტორმა, ადვოკატმა ქეთევან ბუაძემ.
სიმპოზიუმზემომხსენებლები იყვნენბიზნეს სამართალში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და ადვოკატები. ასევე, ექსპერტი გერმანიიდან, ბერლინიდან, კერძოდ, ადვოკატი, დოქტორი კორნელიუს ქლაინენი.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო"საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის" გერმანული ფონდი (Iღძ), საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (გლიპ), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი