საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სისხლის სამართლის კომიტეტის სხდომა გაიმართა

3 აპრილი 2015

2 აპრილს სისხლის სამართლის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სხდომაზე  „სიფა“–ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. წარმოდგენილი პროექტის კვლევის ამოცანას წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპის გაძლიერება, სისხლის სამართლის პროცესში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების დადგენა და გამოვლენა, რიგ შემთხვევებში კი ცხადი რეგულაციების არარსებობის პრობლემის შესწავლა, რომელიც ქმნის აღნიშნული პრინციპის დარღვევის დამატებით რისკებს.

სისხლის სამართლის კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ რეკომნდაციებს და გამართეს მსჯელობა აღნიშნული საკითხების ირგვლივ, რა დროსაც გაჟღერდა რიგი მოსაზრებები, რომელთა თანახმად მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ უფლებებთან, შესაბამისად სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები უნდა აღმოფხვრილ იქნეს და შესაბამისი ცვლილებების ინკორპორირების გზით უნდა უზრუნველყოფილ იქნეს მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

საკითხის მრავალფეროვნებისა და აქტუალურობის გათვალისწინებით კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კომიტეტი და „სიფა“ მომავალშიც გააგრძელებენ ერთობლივ თანამშრომლობას სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმების სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციებისა და მოსაზრებების შემუშავების გზით, პრაქტიკული გამოცდილებისა და აზრთა გაცვლის მეშვეობით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი