საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დასავლეთ საქართველოს ოფისებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

6 სექტემბერი 2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სამდღიანი ვიზიტით დასავლეთ საქართველოში იმყოფება და ქუთაისსა და ბათუმში ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მომიტორინგს ახორციელებს.

 

მიმდინარეობს ოფისების შეკეთება, ბათუმში სახურავის გაახლება, ინფრასტრუქტურის მომზადება და თანამდროვე სტანდარტებით აღჭურვა.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისებში წარმატებით ხორციელდება შეხვედრები აქტუალურ საკითხებზე, მიმდინარეობს ადვოკატთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სემინარები.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარმომადგენლობები და ოფისები გააჩნია ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი