8 ნოემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციმ სასტუმროში ,, Sheraton Metechi Palace“ ადვოკატის დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, დიპლომატებისათვის და ჟურნალისტებისათვის საზეიმო მიღება გამართა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციის მიერ გატარებულ რეფორმებზე, მიღწევებზე და სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო.