საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ღია წერილი პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი თარგამაძის მიმართ
ბატონო გიორგი,
თქვენ ბრძანდებით პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც გუშინდელ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოგიხსენიათ როგორც მოღალატე. ეს არ არის პირველი ეპითეტი თქვენთან მიმართებაში, იგივე იარლიყი პრემიერმა მოგაკერათ საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ მაშინ თქვენ დიდსულოვნად გაჩუმდით.
პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, თქვენ განაცხადეთ, რომ მას სასამართლოში უჩივლებთ და ერთ მილიარდს მოსთხოვთ მორალური ზიანისათვის. ასევე, საინტერესოა, რომ ივანიშვილს ნაციონალების კანდიდატი ბატონი ბაქრაძე არ შეუმკია ამგვარი ეპითეტებით, რამაც მე დამარწმუნა იმაში, რომ რაღაც ბინძური გარიგება იგეგმება საპრეზიდენტო არჩევნების დროს. პრემიერის გამოსვლიდან გამომდინარე, თქვენ, გიორგი თარგამაძემ, რომელიც პარლამენტში უმცირესობაში ბრძანდებოდით, თურმე დააქციეთ საქართველო. ხოლო ბაქრაძემ, რომელსაც ჰქონდა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველო გადაარჩინა. პრემიერის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან იცის პრეზიდენტობის კანდიდატების რეალური რეიტინგები, მან იცის ასევე, რომ მარგველაშვილს არანაირი შანსი არ აქვს პირველ ტურში გაიმარჯვოს და სამოქალაქო საზოგადოებას გვაშანტაჟებს, რომ თუ მარგველაშილი ვერ გაიმარჯვებს პირველ ტურში, მაშინ გვეყოლება პრეზიდენტი ბაქრაძე და პრემიერი სააკაშვილი. მთელი საქართველო ხედავს, რომ ბაქრაძეს არანაირი შანსი არ აქვს გავიდეს მეორე ადგილზე და ეს უნდა იცოდეს პრემიერმა ივანიშვილმა, ამიტომ დასაფიქრებელია მისი განცხადება, რომ თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს პირველ ტურში, მაშინ გვეყოლება პრეზიდენტი ბაქრაძე და პრემიერი სააკაშვილი.
საინტერესო ფაქტი მოხდა, როცა პრემიერი შეხვდა ექპერტებს და დატუქსა როგორც პირველკასელები „ რატომ წერთ საგაზეთო ინტერციუებში, რომ ქართული ოცნების რეიტინგი დაეცა აბა ფაქტები დამიდეთო“ ვერც ერთმა ექსპერტმა ვერ გაბედა პრემიერთან შეპასუხება, არადა ვინმეს რომ ჰქონოდა გამბედაობა პრემიერს განუცხადებდა შემდეგს, 2013 წლის 1 ოქტომბერს ქალბატონმა წულუკიანმა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა არჩევნები გაუყალბა, 72 პროცენტი მაინც მიიღო, რაც რეალურად მინიმუმ ყალბი მოწმობების პირობებში 90 პროცენტს უდრიდა. არჩევნებიდან 6 თვეში კი ნაძალადევის რაიონში შუალედურ არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატი ხმების 40 პროცენტს იღებს, ხოლო ოპოზიცია60 პროცენტს, რაც არის რეიტინგის კატასტროფული კლება. პირველ 4 თვეში რეიტინგის ასეთი კლება არ ჰქონია არც ზვიად გამსახურდიას,არც ედუარდ შევარდნაძეს და არც მიხეილ სააკაშვილს.
ბატონო გიორგი,
თქვენთვის ღია წრილით მომართვა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დრო,ს თქვენ იყავით ერთადერთი პარლამენტარი, რომელიც თავისი ინიციატივით ეხმარებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, როცა სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა ჩვენს განადგურებას, თქვენ მიმართეთ ჩემი თხოვნით პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ბაქრაძეს, რომ ,,სისხლის სამართლის საპრეცესო კოდექის“ 111-ე მუხლში შესულიყო ცვლილებები და ადვოკატებს გვქონოდა უფლება მიგვემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით ჩხრეკვის და ამოღების თაობაზე, აღნიშნული 3 წლის წინ დაგვიბლოკა სააკაშვილის პარლამეტმა, ხოლო 6 თვის წინ იგივე გაიმეორა ივანიშვილის პარლამენტმა, რითაც დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლება. დღეს, ეს პატივცემული პიროვნებები პოზიორობენ ჟურნალისტების წინ და ამბობენ, რომ უნდათ სამართლიანი სასამრათლო.
ბატონო გიორგი, 16 ოქტომბერს მე მივმართე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სენატს, კონგრესს, ევროკავშირის პრეზიდენტს ბატონ ბარუზოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისიტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის როგორც წამებაში მონაწილე პირების მფარველების პერსონა ნონ-გრატად ცნობასთან დაკავშირებით, შემდეგი გარემოებების გამო.
B ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი - ,,რევაზ დვალიშვილთან მიმართებაში წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა“.
მომჩივანი რევაზ დვალიშვილი, 2005 წლიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი გახდა წამების მსხვერპლი წყალტუბოს რაიონის პოლიციის მუშაკების მხრიდან. რევაზ დვალიშვილი 2006 წლიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ის დაზიანებები, რომლებიც მას აღმოაჩნდა სამედიცინო დასკვნის შედეგად, მიღებული აქვს უშუალოდ პოლიციაში წამების დროს. კერძოდ, წყალტუბოს პოლიციის მუშაკებმა რევაზ ქობულიამ, მალხაზ მჟავიამ, ბადრი ღაჭავამ, ზვიად აფციაურმა და გამომძიებელმა მერაბ ქორიძემ იგი დააგდეს პოლიციის განყოფილებაში, შესდგნენ ფეხებით, წიხლებით სცემდნენ და უჭეჭყავდნენ ხელის თითებს. შემდეგ ფეხებით დაკიდეს ზევიდან ქვევით, დაასხეს ,,კოკა-კოლა“ იატაკზე და ენით აალოკინეს.
როგორც საქართველოს სინამდვილეში ხდება, საქართველოს პროკურატურამ გაამართლა მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რევაზ დვალიშვილმა დაზიანებები მიიღო უშუალოდ დაკავების პროცესში, მიწაზე ერთჯერადი დაცემით.
მოცემული საქმე გასაჩივრდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი რევაზ დვალიშვილთან მიმართებაში (წამება, არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა).
ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა:
საქართველოს პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ჩადენის სამწუხარო ფაქტებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ აპლიკანტის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, რადგან იგი იყო პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რევაზ დვალიშვილმა 2012 წლის 19 თებერვალს მიმართა მთავარ პროკურორს - არჩილ კბილაშვილს და მოითხოვა პოლიციის მუშაკების რევაზ ქობულიას, მალხაზ მჟავიას, ბადრი ღაჭავას, ზვიად აფციაურის, მერაბ ქორიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
შინაგან საქმეთა მინსტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა გირგვლიანი ორი და რევაზ რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებელი-რევაზ ქობულია 2013 წლის ივლისში დანიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსად, ხოლო რევაზ დვალიშვილის მეორე მწამებელი მალხაზ მჟავია არის წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთი პოლიციის უფროსi. უნდა აქვე აღინიშნოს რომ სააკაშვილმის მმართველობის დროს გირგვლიანის წამებაში და მკვლელობაში მონაწინე 4 პირი მაინც დასაჯეს, ხოლო ივანიშვილის ხელსუფლების პირობებში წამებაში მონაწილე პირები დააწინაურეს რაც არის ანომალიური მოვლენა.
ყველა საერთაშორისო დოკუმენტით აკრძალულია წამებაში მინაწილე პირების წახალისება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთვარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა გაუგონარი ძალადობა ჩაიდინეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში და წაახალისეს ადამიანის წამება. რევაზ ქობულიას წყალყუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშვნა, ხოლო რევაზ დვალიშვილის მეორე მწამებელი მალხაზ მჟავია წყალტუბოს რაიონის ერთერთი პოლიციის უფროსად დანიშვნა, არის მინიშნება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში, რომ პოლიციელს აქვს ყველაფრის უფლება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთვარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა აჩვენეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები არ მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საგანგაშო ფაქტია. 10 dReSi საქართველოში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები და მოქალაქეების წამებაში მონაწილე პოლიცილების ასეთი წახალისება არალეგიტიმურს ხდის საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს.
ბატონო გიორგი,
მე გავეცანი ბელარუსი დიქტატორის ლუკაშენკოს პრესონა ნონ–გრატად ცნობის დოკუმენტს სადაც არ არის მსგავსი უკანონობა, რაც ჩაიდინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მაგრამ ჩემდა გასაკვირად არცერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ამის შესახებ არ საუბრობს. როდესაც თქვენ, ივანიშვილი გეძახით მოღალატეს და თქვენ არ ამხელთ მის ახლადშექმნილ რეჟიმს, ვფიქრობ ეს არ არის პოლიტიკა.
ბატონო გიორგი,
მე დაკეტილი მაქვს პირდაპირი სატელევიზიო ეთერი იმ ტელევიზიებში რომელიც ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და სამოქალაქო საზოგადოებას ვერ ბეუბნები რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, სააკაშვილის რეჟიმის დროს ტელეკომპანია "მაესტრო" მაინც მიშვებდა, მას შემდეგ, რაც მაესტრო გახდა "ბიძინავიზია" ჩემთვის ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარესთვის პირდაპირი ეთერი გამოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობებიუ მაქვს როგორც ნინო ჯიჯილაშვილთან, ასევე დიანა ტრაპაძესთან რაც მაფიქრებინებს, რომ ეს ძალიან ზევით გადაწყდა. როდესაც მე გავახმაურე ივანიშვილის მხრიდან ჩადენილი უმსგავსოები, რომ მან მიმართა პარლამენტს მოწმის სასამართლოში დაკითხვის ვადის გადაწევით, მაშინ როდესაც მამუკა მიქაუტაძის საქმის გამო შოკშო იყო სამოქალაქო საზოგადოება, თეა სიჭინავამ მაესტროზე დაგეგმა ამის შესახებ გადაცემა, მაგრამ შემდეგ დამირეკა და მითხრა სხვა გადაცემა დავგეგმე და და უახლოეს დღეებში გავაკეთოთ ეს გადაცემაო. ეს უახლოების დღეების მაესტროზე სამი თვეა გრძელდება. თქვენ ბრძანდებით ყოფილი საინფორმაციიო სამსახურის ხელმძღვანელი და იცით, რომ ზევიდან ჩარების გარეშე ჟურნალისტი გადაცემის თემას გადაცემის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე არ ცვლის
როგორც ჩანს, დვალიშვილის თემა ტაბუდადებულია. პარადოქცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არზე, ძველი თუ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, 5 წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოაციაციის თავჯდომარეს არ მაღირსეს პირდაპირი ეთერი. ასე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს და ასე გაგრძელდა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში, რომელმაც თურმე ტელევიზიები გაათავისუფლა ზექოლისაგან. მე აღნიშნულს იმიტომ არ ვწერ რომ ხვალ საზოგადოებრივ მაუწყოებლის პირველ არხზე ან მაესტროს პირდაპირ ეთერში აღმოვჩნდე. მაგ სამარცხვინო ტელევიზიებში მე არ ვაპირირებ მისვლას, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას წარმოადგენს ივანიშვილის მმართველობა.
ბატონო გიორგი,
თქვენ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს გაქვთ პირდაპირი ეთერის საშუალება. ივანიშვილისხელისუფლების მხრიდან ევრობის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება თქვენ კარგად იცით, რომ არის დიქტატურის დამყარების წინაპირობა, როდესაც პრემიერს არაფრად მიაჩნია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ეს საქართველოს საშინელ მომავალს უმზადებს.
გთხოვთ თვენი სატელევიზიო გამოსვლა მიუძღვნათ დვალიშვილის წამების ფაქტს და მთელ საქართველოს გააგებინოთ ირაკლი ღარიბაშვილის, არჩილ კბილაშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან ჩადენილი გაუგონარი ძალადობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში რომლებმაც ქვეყანაში წაახალისეს ადამიანის წამება.