საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა

9 ნოემბერი 2016

8 ნოემბერს,ადვოკატის დღეს, სასტუმროში  „ქორთიარდ მარიოტი“- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელმა (EWMI/PROLoG)გიორგი ჩხეიძემ და ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის კოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა.

კონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა საქართველოში ადვოკატის პროფესიის თავისუფლებაზე და ადვოკატთა უფლებებზე; აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში არსებული სიახლეები ადვოკატის გამოცდის, განგრძობადი იურიდული განათლების, ეთიკის ონლაინ სწავლების და ახალი სასწავლო დარბაზების შესახებ; ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა ციცინო ცხვედიანმა ისაუბრა ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში არსებულ პრაქტიკაზე და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და საერთაშორისო მდივანმა დავით ასათიანმა მონაწილეებს გააცნო ასოციაციის მიღწევები საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით.

მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის საინტერესო საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციას ესწრებოდნენ ადვოკატები, პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები.

ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მას უკვე ბოლო რამდენიმე წელია მხარს უჭერს ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთისმართვისინსტიტუტის (EWMI)პროგრამა  კანონისუზენაესობისმხარდაჭერასაქართველოში“ (PROLoG)დაგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი