საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

19 ოქტომბერი 2016

2016 წლის 29 ოქტომბერს, 11: 00 საათზე, გაიმართება ადვოკატთა საერთო კრება, ადვოკატის მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა სავალდებულოა. ადვოკატთა რეგისტრაცია დაიწყება 09:30 საათზე და გაგრძელდება 11: 00 საათამდე.
ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება 2016 წლის 29 ოქტომბერს 12 საათზე, იგივე დღის წესრიგით. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:15 საათზე და დასრულდება 12:00 საათზე.
(სრული მასალა იხილეთ ლინკზე)
მისამართი ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 43 “პროფკავშირების კულტურის სახლი”
დღის წესრიგი:

09:30-11:00 წევრთა რეგისტრაცია;

11:00-11:15 კრების გახსნა;

11:15-11:30 ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;

11:30-12:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ანგარიში აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ასოციაციის თავმჯდომარე -ზაზა ხატიაშვილი.

12:00 -12:30 ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ანგარიში 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი.

12:30-13:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ანგარიში 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - ციცინო ცხვედიანი.

13:00-13:30 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ანგარიში - 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე - ლიანა მასიკაშვილი

13:30-14:30 ადვოკატთა ასოციაციის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა;

14:30-14:45 პროფესიული ჯილდოს მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

14: 45- 16-00 ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრის არჩევა კომისიის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით;

16:00 კრების დახურვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი