საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლების ისეთ საქმიანობაში ჩართულობის კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადვოკატისადმი ნდობისა და რეპუტაციის ამაღლებას. ასევე, კანონის უზენაესობის განმტკიცებას.
მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები გეგმავენ, აქტიურად ითანამშრომლონ საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ერთობლივად შეიმუშავონ სამართლებრივი რეგულაციები და პროექტები.