საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს

10 ოქტომბერი 2013
ტრენერთა შესარჩევი კონკურსი განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა - 25 ოქტომბერი
     ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს,  ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საკითხებზე. კონკურსი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის სასაწავლო ცენტრისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის ხელშეწყობა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში. 
     კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები, 2013 წლის ნოემბერში დაესწრებიან "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საკითხებზე ორგანიზებულ ერთდღიან ტრენინგს. ტრენინგის საკითხები:
 საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. 
 ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი.
 სისხლის სამართლის კოდექსი.
 ’’ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010  წლის 31 მაისის N152/ნ – N496 – N45/ნ ერთობლივი ბრძანება.
 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
     ნოემბერში ჩატარებული ტრენინგების შედეგად გამოვლინდება მომავალ ტრენერთა ჯგუფი, რომლის წევრებიც,  ტრენერთა ტრენინგის (TOT-ის) სახით, გაივლიან ინტენსიურ კურსს სწავლების მეთოდოლოგიაზე. ტრენერთა ჯგუფის წევრების დასწრება ტრენერთა ტრენინგზე სავალდებულოა.
     ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება სამდღიან სესიად 2013 წლის დეკემბერში. მონაწილეები სესიის შემდეგ დაწერენ ტესტს და მიღებული ცოდნის გადასამოწმებლად, ჩაატარებენ იმიტირებულ ტრენინგს. ხოლო საბოლოოდ შერჩეული ტრენერები, ტრენინგების ჩატარების მიზნით, 2014 წლიდან ითანამშრომლებენ ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან.
შესაბამისობის კრიტერიუმები
კვალიფიკაცია
 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადვოკატებს ან პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება;
 იცნობენ საქართველოს სამართლებრივ სისტემას და შეუძლიათ სხვა ქვეყნების მაგალითების გაანალიზება;
 აქვთ "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საკითხებზე სათანადო ცოდნა/პრაქტიკა. 
გამოცდილება
 უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ტრენერად მუშაობის გამოცდილება.
ნოემბერში დაგეგმილ კანდიდატთა შესარჩევ ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან მითითებულ კრიტერიუმებს.
განცხადებების შემოტანა
    დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი რეზიუმე (მაქს. 2 გვერდი), მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად (მაქს. 200 სიტყვა) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: sascavlocentri@gba.ge
განცხადებები იგზავნება ქართულ ენაზე. 
საბუთების  შემოტანის ბოლო ვადაა - 25 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2987878

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი