საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იწყებს საქართველოში ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის სტანდარტების დახვეწას და ადვოკატობის მსურველებისთვის პროფესიაში შემოსვლის სტაჟირების სისტემის ევროპულ სტანდარტებამდე მაქსიმაურად მიახლივებას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულელ საბჭოს სურვილია, საქართველოში ადვოკატის სკოლა შეიქმნას, რომელსაც ადვოკატის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ადვოკატობის მსურველი ყველა პირი გაივლის. ადვოკატთა ასოციაციას სურს ადვოკატი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, რათა ნებისმიერი მოქალაქე კვალიფიციური საადვოკატო მომსახურეობით იყოს დაცული. ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ ფინანსური მხარდაჭერით (პროექტის ხელმძღვანელი სოფიო წაქაძე), ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო საფრანგეთში იმყოფება და ანალოგიური მოდელის საქართველოში დანერგვის მიზნით, შეხვედერებს მართავს ვერსალის და პარიზის ადვოკატთა სკოლებში.. ადვოკატთა ასოციაციის სურვილია, 2017 წლიდან დაიწყოს ადვოკატის სკოლის საპილოტო პროგრამის განხორციელება და მისი ეტაპობრივი დანერგვა. გუშინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე და საგანმანათლებლო საბჭოს წევრები შეხვდნენ ვერსალის და პარიზის სკოლის დირექტორებს, გაიმართა შეხვდრები საფრანგეთის და პარიზის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტებთან.
ფრანგი კოლეგები, ადვოკატის სკოლის თეორიული კურსის საბაზისო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, დახმარებას დაჰპირდნენ.
ადვოკატთა ასოციაციის მიზანია, ადვოკატის სკოლაში ადვოკატობის მსურველები დაეუფლენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რაც არცერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ისწავლება. ადვოკატთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის ევროკავშირს და ევროსაბჭოს ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი დახმარებისთვის. მალე, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ძლიერი ადვოკატთა კორპუსი ქვეყნის სამართლებრივი განვითარების საფუძველია.