საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა გაიმართა

8 აპრილი 2016

07  აპრილს, ადვოკატთა ასოციაციაში  იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულისისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებების განხილვა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემას სისხლის სამართლის საპროცესო  კოდექსის 76 2 მუხლის შემოთავაზებული რედაქცია წარმოადგენდა, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის და მოწმის ხასიათის მტკიცების ახალ რეგულაციებს. შეხვედრის მონაწილე ადვოკატებმა საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება და  ქართული სასამართლო პრაქტიკა  განიხილეს. გამოითქვა მოსაზრებები კანონპროექტის  დახვეწასთან დაკავშირებით, რომელსაც შეხვედრის მონაწილეები   კანონპროექტის ინიციატორ უწყებას გადაუგზავნიან.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი