საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

6 თებერვალი 2016

ქალაქ ვენაში  ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა  გაიმართა, რომელსაც  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  დელეგაცია ზაზა ხატიაშვილის, დავით ასათიანის  და ირაკლი ყანდაშილის შემადგენლობით ესწრებოდა.

  ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა პოლიციის დაწესებულებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზე და მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის. ,,ადვოკატის პოლიციის დაწესებულებაში წამება იმის გამო, რომ მან არასრულწლოვან მოწმეს გაუწია კონსულტაცია, არსად არ ხდება. ეს ფაქტი უნდა გახდეს დიდი პროტესტის საგანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის’’, აღნიშნეს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა.  ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მოსამართლე შონიამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მწამებელს შეუცვალა   საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება და გირაოს სახით გაათავისუფლა, რაც  საგანგაშო ფაქტია. ეს მოსამართლე გამოირჩეოდა არასრუწლოვნების მიმართ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებით.  ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების ფაქტი  მიანიშვნებს, რომ საჭიროა ერთობივი ბრძოლა რათა ადვოკატი იყოს დაცული და მან შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება შიშის და სახელმწიფო ჩარევის გარეშე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დავით ასათიანმა ისაუბრა ადვოკატის იმუნიტეტის გაძლიერებაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში  შევიდეს ცვლილება და საადვოკატო საქმიანობისთვის  ხელის შეშლა გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული. დავით ასათიანმა ევროპელ კოლეგებს დახმარებისკენ მოუწოდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის არსებობის ისტორიაში მოხდა პირველი შემთხვევა, რომ ქართველი ადვოკატი   ირაკლი ყანდაშვილი გახდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის განათლების კომიტეტის წევრი და საგანმანათლებლო კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დიდი აღიარება და პრესტიჟია.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი