დღეს, 28 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საერთაშორისო კონფერენცია გამართა თემაზე: ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურა და საქმიანობა“.
კონფერენცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გახსნა, რომელმაც საქართველოში ადვოკატის უფლებების დაცვის გარანტიებზე და ხელისშემშლელ გარემოებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა საკითხები:საქართველოსადვოკატთაასოციაციისსტრუქტურა, განგრძობადიიურიდიულიგანათლებისსისტემა, ადვოკატთაასოციაციისსასწავლო ცენტრი,ადვოკატთაასოციაციისსაგანმანათლებლოსაბჭო და საგანმანათლებლოღონისძიებებისაკრედიტაცია, ეთიკისკომისია-ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობა, ადვოკატთა საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივიფორმები (ბიურო, ამხანაგობა და ა.შ.). საზოგადოებრივ ადვოკატთა საქმიანობისსტრუქტურა, ფუნქციები და ანაზღაურება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ადვოკატთა საერთაშორისო კავშირის დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი- გიორგი ვოსკრესენსკი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრებმა.