24 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს დებულების პროექტი, სადაც კომიტეტის საქმიანობის მიზანები და ამოცანები განისაზღვრა: ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალში არსებული პრობლემების შესწავლა, ხარვეზების გამოვლენა და სასამართლო პრაქტიკის განზოგადება, ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული–საპროცესო საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადების მომზადება. ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულის გამოცემა, სემინარების და კონფერენციების ორგანიზება.
კომიტეტის მოწვევა ხდება თვეში ერთხელ და შედგება 11 წევრისგან.