23 აპრილს ჰააგაში ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საზოგადოებების საბჭოს ( CCBE) მმართველი და პეკო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა იმართება, რომელშიც აღმასრულებელი საბჭოს წევრი დავით ასათიანი მონაწილეობს. მან ევროპელ კოლეგებს გააცნო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცი. ცვლილებები ზღუდავს ადვოკატის პრიფესიულ საქმიანობას და საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ინტერესებს. ევროპელმა ადვოკატებმა გამოხატეს გაოცება აღნიშნული რეგულაციების თაობაზე, რადგან ასეთი მექანიზმი მათ ქვეყნებში არ მოქმედებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადვოკატის პროფესიის ასეთმა შეზღუდვამ შეიძლება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპი და კლიენტთა ინტერესები დააზარალოს. ევროპელმა კოლეგებმა გამოხატეს სოლიდარობა ქართველი კოლეგების მიმართ და შეთანხმდნენ კონსოლიდირებულად გააგრძელონ მუშაობა რათა, შემოთავაზებული ცვლილებები არ იქცეს კანონად.