საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება ნინო გვენეტაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით

20 მარტი 2015

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრები ულოცავენ ქალბატონ  ნინო გვენეტაძეს მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე – საქართველოს უზენაესი  სასამართლოს  თავმჯდომარედ არჩევას და დიდ იმედს გამოთქვამენ, რომ ქალბატონი ნინო ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით გაგრძელებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დამკვიდრებას, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მაღალი სტანდარტების დაცვას სასამართლოში.

ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს ახლადარჩეულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ბოლომდე უერთგულოს სამართლიანობის და სამართლის უზენაესობის პრინციპებს და სჯერა, რომ ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობის პერიოდში უზენაესი სასამართლო გახდება ეფექტიანი ინსტიტუტი.

ქალბატონი ნინო გვენეტაძე, ბოლო წლებში, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით მიმდინარე სამუშაო პროცესში და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სისხლის სამართლის კომიტეტის წარმატებულ საქმიანობაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია  მოხარული იქნება, კვლავაც გააგრძელოს ტრადიციად ქცეული  მჭიდრო ითანამშრომლობა, აწ უკვე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში, რაც მხოლოდ ხელს შეუწყობს ერთიანი იურიდიული პროფესიის გაძლიერებას ქვეყანაში.  

ამასთან, განსაკუთრებულად საპატიო და სასიხარულოა, რომ პირველად ისტორიაში, საქართველოს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონია.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი