საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტი აცხადებს კონკურს აჭარის
რეგიონალური სამოქალაქო სამართლის ქვეკომიტეტის შემადგენლობაში შემავალი წევრების შერჩევის
მიზნით.
სამოქალაქო სამართლის ქვეკომიტეტში შეირჩევიან ადვოკატები სამოქალაქო და საერთო სპეციალიზაციით,
სასურველია კანდიდატებს გააჩნდეთ კანონპროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
წევრი ადვოკატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით კომიტეტის თავმჯდომარის მიერ, წარმოდგენილი
ავტობიოგრაფიების და განცხადებების საფუძველზე.
საბუთების მიღება წარმოებს 2015 წლის 20 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით.
გთხოვთ წერილში მიუთითოთ საკონკურსო განაცხადი სამოქალაქო სამართლის ქვეკომიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საბუთები (ავტობიოგრაფია) და განაცხადი უნდა
გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე b.basharadze@gba.ge ან leladvokat@gmail.com
ქვეკომიტეტში საქმიანობა არ ანაზღაურდება.