12-15 მარტის ჩათვლით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრები ირაკლი ყანდაშვილი და დავით ასათიანი საგანგებო ვიზიტით ერაყში, ქალაქ ბაღდათში იმყოფებოდნენ. ვიზიტი ერაყის ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ მხარდაჭერას და წარმატებული ქართული მოდელის ერაყის ადვოკატთა ასოციაციის მაგალითზე დანერგვას ისახავდა
მიზნად. მიუხედავად ერაყში მიმდინარე რთული საბრძოლო მდგომარეობისა და არსებული დაძაბული ფონისა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია მაინც გაემგზავრა ერაყელი კოლეგების მხარდასაჭერად და ქართული გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენციის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ერაყელ კოლეგებს გაუზიარა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების გამოცდილება, გააცნო განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემა, ასოციაციის რეგიონული ოფისების მუშაობის სისტემა და იურიდიული პროფესიის როლი მართლმსაჯულების სისტემაში. ვიზიტი დსრულდა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მემორანდუმის გაფორმებით. ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/ USAID -ს პროგრამა "სამართლის ხელმისაწვდომობის" ორგანიზებით და მხარდაჭერით.