26 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და გაერთიანებამ ,,ადვოკატები“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას, ადვოკატთა უფლებების დაცვას, ადვოკატების ინსტიტუციურ განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. ქვეყანაში საადვოკატო საქმიანობის პირობების გაუმჯობესებას და ადვოკატის პროფესიის პოპულარიზაციას, ადვოკატთა ინსტიტუციური გარანტიების დანერგვას, განვითარებას, ადვოკატთა პროფესიონალიზმისა და მოტივაციის ამაღლებას. მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნა, თემატური შეხვედრების და კონფერენციების ორგანიზება იგეგმება.