საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბრიუსელში შეხვედრები გამართა

1 დეკემბერი 2014

ბრიუსელეში   ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და   სამართლის საბჭოს აღმასრულებელი (PECO) კომიტეტის  სხდომა გაიმართა.  რომელსაც ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი,  ადვოკატთა ასოციაციის  საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი  დავით ასათიანი. ზაზა ხატიაშვილის მოთხოვნით, დღის წესრიგში შეტანილი იქნა საქართველოში ადვოკატთა  მდგომარეობა.  ზაზა ხატიაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ,,2014  წელი მძიმე  იყო ქართველი ადვოკატებისთვის. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და   სამართლის  საბჭოს პრეზიდენტმა  ალდო ბალგარელმა  2014 წლის  თებერვალში  და  ივნისში, ორჯერ მიმართა საქართველოს  პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ქართველ ადვოკატთა დევნასთან დაკავშირებით, მაგრამ  პასუხის ღირსად არავინ არ ჩათვალა. ზაზა  ხატიაშვილმა  დააყენა საკითხი   ევროპის ადვოკატთა  ასოციაციის  და   სამართლის   საბჭოს პრეზიდენტმა მიმართოს ევროპის პარლამენტს, რათა ევროპის პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია  საქართველოში   ადვოკატების  დევნასთან  მიმართებაში.  ვერონაში   გამართული   აღმასრულებელი კომიტეტის  სხდომის შემდეგ,  კართველი ადვოკატების მდგომარეობა უფრო გაუარესდა. განსაკუთრებით რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან მიმართებაში .   ახალციხეში  პოლიციელები თავს   დაესხნენ  ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილს და მოახდინეს  მისი  უკანონო  დაკავება  ვინაიდან  იგი  თავისი  ტელეფონით იღებდა მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტს  სასამართლომ  ადვოკატი გაამართლა.  მიუხედავად  ჩემი საჩივრისა, არავინ არ დაუსჯიათ.   ბოლო ორი თვის განმავლობაში   პროკურატურა ცდილობდა   რეგიონში   მოღვაწე   ადვოკატის   ჯეიხუნ   მამედოვის   და   სამი    შვილის   დედის   მზია თომაშვილის  დაკავებას,  მე ორივე შემთხვევაში  ვესწრებოდი სასამართლო  პროცესებს,  ორივე  ადვოკატს  დავუდექი თავდებში და სასამართლომ ორივე ადვოკატი   გირაოთი გაათავისუფლა. საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ადვოკატები რათა მათ  ვერ  შეძლონ  დაცვის სრულფასოვნად განხორციელება. პროკურატურაში   პირველად   დაფიქსირდა    ადვოკატის ცემის ფაქტი,   მაგრამ  პროკურორი ბაჩიაშვილი ვინც ეს  ჩაიდინა  ისევ თავის ადგილზე მუშაობს.  აღნიშნული  ფაქტის  მიჩქმალვით,   საქართველოს  სახელმწიფომ  წაახალისა    ადვოკატებზე  ზეწოლის  შემთხვევა. სამი  შვილის  დედას   ნონა   კირთაძეს   თავს   დაესხა   ფინანსური   პოლიციის   მაღალჩინოსანი გოგა ბერძენიშვილი  არსებობს ფაქტის დამადასტურებელი  ვიდეო მტკიცებულებები.   ადვოკატი ჩავარდა კომაში.   ვერ   შეძლო  პროცესის გაგრძელება  მაგრამ   გოგა  ბერძენიშვილი კვლავ  ფინანსურ პოლიციაში  მუშაობს. ბოლო დროს, დაფიქსირდა საშინელი   შემთხვევა როდესაც ადვოკატებს  არ  მისცეს  თავდაცვის   სამინისტროს მაღალჩინოსნების   საქმესთან დაკავშირებული  მასალები  იმ მოტივით,  რომ  საქმე  იყო    გრიფით საიდუმლო. მაშინ როდესაც, საქართველოს  მთავრობის  სხდომაზე  მთავრობის  წევრებს  დაურიგეს   გრიფით  საიდუმლო   საქმის   მასალები.   საპარლამენტო უმრავლესობის  ლიდერმა დავით  საგანელიძემ ტელეკამერების წინ განაცხადა, რომ   მან  ნახა    საქმის   მასალები  და  დარწმუნდა თავდაცვის  სამინისტროს  ჩინოვნიკების დანაშაულშიო. თუ ადვოკატებისთვის  საქმის მასალები არის გრიფით საიდუმლო, რატომ არის იგი ხელმისაწვდომი მოქმედი ხელისუფლების  თანამდებობის  პირებისთვის  და  პარლამენტის  წევრებისთვის?   ასეთი   რამ ხუთი წელია ვარ ადვოკატთა  ასოციაციის თავმჯდომარე და არ მინახავს,  ამას არ აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი.  აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ მომავალი წლიდან  კიდევ უფრო  გაძლიერდება  ზეწოლა   ადვოკატებზე, ამიტომ ვთხოვ  აღმასრულებელ   კომიტეტს მიიღოს  ქმედითი   ზომები  ქართველ   ადვოკატთა  დასაცავად.  ვთხოვ  აღმასრულებელ კომიტეტს   მიმართოს  ევროპის   პარლამენტს  ქართველი   ადვოკატების   მიმართ    ძალადობის ფაქტების შესწავლის მიზნით“. 

  დავით   ასათიანმა  თავის გამოსვლისას  აღნიშნა,  რომ დეკემბრის ბოლოს საქართველოში ჩატარდება დიდი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ადვოკატის პროფესიის განვითარებას. კონფერენციაში  მონაწილეობას  მიიღებს   ევროპის  ადვოკატთა  ასოციაციის  და  სამართლის საბჭოს   პრეზიდენტი  რაც  არის მნიშვნელოვანი ჩვენი  პროფესიის   განვითარებისთვის.

 

ვიზიტი დასრულდა 30 ნოემბერს

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი