საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომისიამ პირველი სახდომა გამართა

14 ივლისი 2014

სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომისიამ , რომელიც შექმნილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების საფუძველზე,  პირველი სხდომა გამართა. შეხვედრაზე,  კომისიის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და კომისის წევრებმა  განიხილეს  კომისიის  დებულება და აქედან გამომდინარე მიზნები და ამოცანები. კომისიის მიზანები და ამოცანებია იურიდიული პროფესიის და ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის ხელშეწყობა დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების მისაღწევად. ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში ადვოკატთა კორპუსის და იურიდიული პროფესიის ძალისხმევის გაძლიერება. 

კომისია შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე. ითანამშრომლებს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტებთან და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კოალიციებთან.

კომისია  15 წევრისგან შედგება, რომელთაგან არანაკლებ 2/3 უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სამეცნიერო წრეებიდან, შესაბამისი პროფილის   სახელმწიფო   ინსტიტუტების   და არასამტავრობო ორგანიზაციებიდან.

კომისია სხდომებს თვეში ერთხელ გამართავს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი