საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დელეგაცია გერმანიის ადვოკატთა ფედერალურ პალატასა და იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ სამინისტროშო შეხვედრებს მართავს

3 ივლისი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის(IRZ) მიწვევით ბერლინში იმყოფება, სადაც გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის(BRAK) დირექტორს, ადვოკატ ქრისტიან დანსის და პალატის სხვა წევრებს შეხვდებიან. შეხვედრაზე გაეცნობიან გერმანიაში ადვოკატურის მოწყობას, პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო საადვოკატო დაზღვევის სისტემას, საადვოკატო საპენსიო მოწყობის სისტემას, გერმანიაში პროფესიული სამართლის საკითხებს, სახაზინო დაცვის სისტემას. შეხვედრაზე გაიმართება დიალოგი ადვოკატის სტატუსზე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები  გერმანიის იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ სამინისტროში შეხვედრებს გამართავენ,  სადაც საუბარი გაიმართება სამართალწარმოებაში ადვოკატის როლსა და სტატუსზე: თანამონაწილეობის უფლება და დაცვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე, სახაზინო დაცვისა და მოწმეთა და ბრალდებულთა დაკითხვის მომწესრიგებელ დებულებებზე, ადვოკატი–ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

დელეგაციის წევრების ვიზიტი ბერლინში  3 ივლისს დასრულდება

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი