საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი ადვოკატებისათვის

4 მარტი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ა/წ 12 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტი ორგანიზებას უკეთებს შემეცნებით-კულტურულ ვიზიტს ქალაქ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროსაბჭოში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საქართველოს მასშტაბით. ვიზიტის ღირებულებაა 800 ევრო, რომელიც მოიცავს მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 მარტი. საკონტაქტო პირი მალხაზ ბეგიაშვილი: საქართველოს უნივერსიტეტი, ოთახი 409. ტელ: 593 205180.

 

პროგრამა:

12 აპრილი

14:00 ქალაქ ბაზელში (შვეიცარია) ჩასვლა.

16:00 სასტუმროში დაბინავება (სტრასბურგი).

19:00 ქალაქში გასეირნება.

13 აპრილი

ქალაქ სტრასბურგის დათვალიერება.

14 აპრილი

9:30 ევროპის სასახლის ცენტრალურ შესასვლელთან მისვლა.

საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზის დათვალიერება.

10:00 კონფერენცია ევროპული პოლიტიკის არქიტექტურაში ევროსაბჭოს როლზე.

12:00 პროგრამის დასასრული.

15 აპრილი

11:00 შეხვედრა ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოში.

13:00 პროგრამის დასასრული.

16 აპრილი

8:15 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესასვლელთან მისვლა.

9:00 სასამართლო პროცესის დაწყება.

10:30 სასამართლო პროცესის დამთავრება.

17 აპრილი

11:00 ქალაქ კელის (გერმანია) დათვალიერება.

18 აპრილი

ექსკურსიის მონაწილეთა სურვილის გათვალისწინებით ვიზიტის ორგანიზება საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის რომელიმე ქალაქში.

19 აპრილი

საქართველოში დაბრუნება.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი