საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა კონკურსის ფინალში გასვლას ულოცავს

18 სექტემბერი 2013

29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა კონკურსის ფინალში გავიდა, კონკურსი ჩატარდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ.  

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ულოცავს კოლეგებს დიდ აღიარებას. ეს არის პირველი ორგანიზაცია, რომელიც დღიდან დაარსებისა თავდაუზოგავად, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, მრავალი წლის მანძილზე წარმატებით იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოს სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. ახორციელებს სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების კამპანიებს.

აქტიურად არის ჩაბმული მართლმსაჯულების რეფორმის, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების პროცესში. მისი პრიორიტეტი ყოველთვის იყო კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები. აქტიურად იბრძვის საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.

არასოდეს იხევს უკან,  მთავრობის თუ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მწვავედ აყენებს  ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით გამყარებული უფლებების და თავისუფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებს. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პირველი ორგანიზაციაა საქართველოში რომელსაც შეგნებული აქვს, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა სამართლებრივოვი სახელმწიფოს დამკვიდრების გარანტიაა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი