საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობს

31 აგვისტო 2018
სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში “ მიმდინარეობს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოთხწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანიის - PMCG ჯგუფის ექსპერტები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების წარმომადგენლები და პარტნიორი დონორი ორგანიზაციების თანამშრომლები.
ადვოკატთა ასოციაციის ოთხწლიანი სტრატეგული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი, ისევე როგორც მიმდინარე სამუშაო შეხვედრა ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის/გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
„სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. შედეგად, ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ასოციაცია უნდა იყოს გაცილებით უფრო ქმედითი ორგანიზაცია, რომელიც მეტად აქტიურად და კვალიფიციურად ჩართვება მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში და უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს როგორც მენეჯმენტის, ასევე საკომუნიკაციო კუთხით“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი