საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს სტრასბურგის სასამართლოსთან თანამშრომლობის კარგ ტრადიციას

16 მაისი 2018

2018 წლის 16 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა  პირდაპირი ჩართვა სტრასბურგის სასამართლოდან ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობით. სალექციო კურსი შეეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს ბოლოდროინდელ პრაქტიკას და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლებას.

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა უპრეცენდენტოს თავისი შინაარსით, რადგან პირველად განხორციელდა სამმხრივი საერთაშორისო ტელეხიდის ორგანიზებით ქართველი ადვოკატებისთვის ონლაინ რეჟიმში ტრენინგის შეთავაზება, კერძოდ, ტრენინგი მიმდინარეობდა ერთდროულად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის და სტრასბურგის სასამართლოს ონლაინ ჩართულობით.

ადვოკატთა ასოციაციის მიერ დანერგილი ტრადიციისამებრ ასოციაციის წევრებთან ერთად, ტრენინგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაინტერესებული სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

სამომავლოდ იგეგმება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტების და მომავალი ადვოკატების აქტიურად ჩართვა  ასოციაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია შედის ევროპის რამდენიმე ასოციაციათა ჩამონათვალში, ვისაც შესაძლებლობა ეძლევა თავის ადვოკატებს მსგავსი ტრენინგები შესთავაზოს. ეს რიგით მეხუთე ტელეხიდია ქართველი ადვოკატებისთვის და პირველი ესოდენ მაშტაბური.

ევროპის საბჭოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტების მონაწილეობით  აქტუალურ საკითხებზე  ონლაინ  კონსულტაციები და ტრენინგები მომავალშიც გააგრძელდება. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი