გაცნობებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაცია, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით მიმდინარე წელს ჩაატარებს ტრენინგებს ადვოკატთათვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. იმ მიზნით, რომ აღნიშნული ტრენინგების თემატიკები სრულად შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს, UNDP-სთან ერთად შევიმუშავეთ კითხვარი, რომელიც მოგცემთ საშუალებას მონაწილეობა მიიღოთ აქტუალური თემატიკების განსაზღვრაში.
კითხვარის შევსება სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ის ემსახურება წევრთა სურვილების თავმოყრას ტრენინგის თემატიკის მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კითხვარის სრულად შევსება ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს.
https://goo.gl/forms/2nhfDTz0oiSTDXg12
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.