კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 6 თვიანი სტაჟირების კურსს.
სტაჟირების პერიოდში სტუდენტები შეძლებენ, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარების პროცესში ჩართულობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ ადვოკატებისთვის დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** ადვოკატთა ასოციაციისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიმართ ინტერესი;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ქონდეს ტრენინგები/კურსები);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV ფოტოსურათით;
** სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 21 აპრილი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი ელ-მისამართზე: a.gogolauri@gba.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ,,სტაჟირება“
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
სტაჟიორთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევა, გასაუბრება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!