საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება

12 სექტემბერი 2013

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა  ხატიაშვილი შეშფოთებული ვარ  ადვოკატთა კორპუსის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებით. ივანიშვილის ხელისუფლებამ წარმატებით აიტაცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაწყებული ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა, რაც  აღმაშფოთებელია.

ადვოკატი ინგა კუპრავა იცავს  დავით ჩხენკელის ინტერესებს წყალტუბოს პოლიციაში.

  

    2013 წლის 7 სექტემბერს,  08:00საათზე ჩხენკელის ოჯახი:  დავით ჩხენკელი,  მისი მეუღლე,  ძმა და დედა წყალტუბოს პოლიციამ ქუთაისის სამხარეო სამმართველოში დაკითხვაზე წაიყვანა, სადაც სასურველი ჩვენების მისაღებად განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა თითქოს,  მათი სახელით ადვოკატმა ინგა კუპრავამ პროკურატურას გადასცა  2000 აშშ. დოლარი მანქანის გამოსაყვანად,  ხოლო  მანქანის გამოყვანის შემდეგ უნდა გდაეცათ ადვოკატისთვის  3000 აშშ.დოლარი პროკურორზე მისაცემად.

დილის 8 საათიდან შუადღის 3 საათამდე ჩხენკელების ოჯახზე  მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა მათ მიეცათ  ჩვენება ადვოკატის წინააღმდეგ, მაგრამ მოწმეებმა არ თქვეს სიცრუე.

 ბენია ჩხენკელს (ბრალდებულის ძმას)  ქუთაისის  სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რათა  ცრუ ჩვენება მიეცა ადვოკატის წინააღმდეგ.  სანაცვლოდ პირდებოდნენ მისი ძმის გირაოს თანხის უკან დაბრუნებას, ავტომანქანის დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში  მასაც დაჭერით  ემუქრებოდენენ.  

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ყველა საერთაშორისო ნორმით  აკრძალულია ადვოკატის დაკითხვა  წარმოებაში არსებული საქმეების ირგვლივ,  12  სექტემბერს ადვოკატი ინგა კუპრავა დაიბარეს დაკითხვაზე პოლიციის სამმართველოში,  რომლის მიზანია ადვოკატი დააშინონ და ჩამოაშორონ აღნიშნულ საქმეს.

სააკაშვილის რეჟიმის დროს,  გასამართლებული იყო 157 ადვოკატი. უმეტესობა  მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს  იძულებით აწერინებდნენ ჩვენებას  ადვოკატის წინააღმდეგ,  თითქოს  ადვოკატის მიერ აღებული ჰონორარი  პროკურორისთვის უნდა მიეცა.

ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ სამი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის თაობაზე და საქართველოში საადვოკატო საქმიანობა შეაფასა რისკის სფეროდ. სამართლიანობის აღდეგნით  მოსული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც გვპირდებოდა სამართლიანობის აღდგენას  და სამართლიანი გარემოს  შექმნას,  სამოქალაქო საზოგადოებას დაგვიპირისპირდა იგივე მეთოდებით რა მეთოდებითაც გვებრძოდა მიხეილ სააკაშვილი.  

ადვოკატ  ინგა კუპრავას  დევნა  პრიდაპირ მიანიშნებს  ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიაზე. ადვოკატი ინგა კუპრავა იყო ადვოკატთა კორპუსის გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი  2013 წლის  30 მაისს, რომელიც  ადვოკატებმა გავმართეთ  საქართველოს პარლამენტის შენობის წინ  ადვოკატის უფლებების შეზღუდვის გამო. მივმართავ სამოქალქო საზოგადოებას გააქტიურდნენ და არ დაუშვან  საქართველოში  ივანიშვილის რეჟიმის დამყარება. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი