სასტუმროში ,,Tbilisi Marriott” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სემინარი გაიმართა

7 თებერვალი 2014

 სასტუმროში ,,Tbilisi Marriott“  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო ხელშეკრულებების და საარბიტრაჟო საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ადვოკატებისათვის ტრენინგი გაიმართა.

 

ტრენინგი გახსნეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე დავით ლანჩავამ, მათ ისაუბრეს საერთაშორისო ექსპერტების მდიდარი გამოცდილების შესახებ, რაც შეიძლება ნოვაცია იყოს ქართველი ადვოკატებისათვის.

 

ტრენინგს  ამერიკელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი