სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კახეთში

7 დეკემბერი 2015

4-5 დეკემბერს  საქართველოს კანონში ,,ადვოკატთა შესახებ"  ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს კანონის ,,ადვოკატთა შესახებ" ზოგადი დებულებების, ადვოკატის ზოგადი უფლებების და მოვალეობების, ადვოაკტის, ადვოკატის სტაჟიორის, ადვოკატის თანაშემწეს, საადვოკატო საქმიანობის ორგანიზების, ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურის, ადვოკატის პასუხისმგებლობის საკითხების, ადვოკატის სამართლებრივი დაცვის, გარდამავალი და დასკვნითი დებულებების შესახებ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანმა წარმოადგინა  ეთიკის კომისიის რეკომენდაციები კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტების: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG) და ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა" მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი