22/23 იანვარს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, თბილისში 10:00 სათიდან 17:30 საათამდე გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე - შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით.
შეხვედრას გაუძღვებიან შრომის საერთაშორისო ექსპერტები - ირაკლი ყანდაშვილი და ზაქარია შველიძე.
შენიშვნა: სამუშაო შეხვედრა დაგეგმილია ადვოკატებისთვის, რომელიც მოღვაწეობენ შრომის სამართლის მიმართულებით ან/და აქვთ პროფესიული შემხებლობა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებთან.
აღნიშნული შეხვედრა აკრედიტირებულია და მინიჭებული აქვს 10 კრედიტი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილედ დარეგისტრირდება, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი, პირველი 20 ადვოკატი, ვინც ინტერესს გამოხატავს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.imnaishvili@gba.ge სამუშაო შეხვედრის ჩატარების ადგილი მოგვიანებით ეცნობებათ დარეგისტრირებულ ადვოკატებს. გისურვებთ წარმატებას!