დღეს, სასტუმრო ,,Tbilisi Marriot”-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სამოქალქო სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ამორალური გარიგებათა და მევახშეობის - კანონისმიერი მოწესრიგება და სასამართლო პრაქტიკა.
კონფერენცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიშვილმა და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) პროექტის მენეჯერმა ამალია ვუქერთმა გახსნეს. ბრემენის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს პალატის თავმჯდომარემ პეტერ ლუთრინგჰაუსმა ისაუბრა გერმანიის სასამართლო პრაქტიკაზე ამორალური გარიგების და მევეხშეობის საქმეებზე, ხოლო გერმანელი ადვოკატის გუნთერ ვაისის მიერ წარმოდგენილი მოხსენება ამორალური გარიგებების კანონისმიერი მოწესრიგების გერმანულ მოდელზე. კონფერენციას ადვოკატთა და მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.
საქართველოს ადვოკათა ასოციაცია მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობის ფარგლებში ინტენსიურად განაგრძობს თემატური კონფერენციების და შეხვედრების ორგანიზებას.