საერთაშორისო კონფერენცია - თბილისიის მედიაციის დღეები 2018

22 ნოემბერი 2018

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო კონფერენცია „თბილისიის მედიაციის დღეები 2018“ მიმდინარეობს.

 

ღონისძიებას ესწრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ბაქრაძე და კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე ალექსანდრე წულაძე.

 

ირაკლი ყანდაშვილი მოდერაციას უწევს სესიას, რომელიც ორგანიზებულია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის  - „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების“ მიერ. სესიის სახელწოდებაა „რატომ ეშინიათ ადვოკატებს მედიაციის“ და მის ფარგლებშიც განიხილება კომერციული მედიაციის თემა. სესიაში მომხსენებლის რანგში მონაწილეობას იღებენ თორნიკე ბაქრაძე და ალექსანდრე წულაძე.

 

ირაკლი ყანდაშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტის რანგში, ასევე წაიკითხავს მოხსენებას -  კონფერენციის მეოთხე სესიაზე, რომლის განსახილველი თემაა „მედიაცია კოლექტიურ შრომით დავებზე“. ირაკლი ყანდაშვილის მოხსენების სათაურია „კოლექტიური შრომითი დავების მედიატორის წინაშე მდგარი გამოწვევები.“

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი