საერთაშორისო კონფერენცია დამოუკიდებელი, კვალიფიციური და ეთიკური ადვოკატის პროფესიისათვის

20 ივნისი 2016

2016 წლის 20-21 ივნისს თბილისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ  საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.  კონფერენციას ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოსთან (CCBE) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან  ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ზაზა ხატიაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, შტეფენ შთორქი - ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, და ირაკლი ბურდული - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი.

ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ადვოკატების საერთო გამოწვევებზე და მიმოიხილავენ ადვოკატთა საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყანაში. კონფერენციის დასასრულს შედგება ადვოკატთა მიერ შემუშავებული ერთობლივი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდება, როგორც რეკომენდაციების კრებული ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებებისათვის. ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მონაწილე ქვეყნებში. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი