საადვოკატო ბიუროების საყურადღებოდ!

26 ივნისი 2018

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 21 მაისს, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში შესული ცვლილების თანახმად, გთხოვთ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას აღმასრულებელ საბჭოს წარუდგინოთ განახლებული ინფორმაცია  საადვოკატო ბიუროს მისამართის, საკონტაქტო ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის/ადვოკატების ვინაობისა და სამართლის იმ დარგის შესახებ, რომელშიც ადვოკატი/ადვოკატები ახორციელებს/ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას.  

 

აღნიშნული ინფორმაციის გამოგზავნა შეგიძლიათ ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gba.ge .

 

ასევე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში  შესული ცვლილების თანახმად, საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადვოკატი. აქედან გამომდინარე გთხოვთ, აღნიშნული საკითხი მოიყვანოთ შესაბამისობაში კანონის მოთხოვნებთან.

 

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის საბოლოო ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი