საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის და "ღია საზოგადოების ფონდის" ერთობლივი ინიციატივით დაიწყო ორწლიანი პროექტის განხორციელება - უფასო იურიდიული დახმარების გაწევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის.
მაღალკვალიფიციურმა ადვოკატებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გამოთქვეს სურვილი, ჩართულიყვნენ უფასო იურიდიული დახმარების პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვისა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტებისთვის.
კონკურსის შედეგად შეირჩა ცხრა ადვოკატი, ვისთვისაც ბათუმში მიმდინარეობს სამ დღიანი ტრენინგი ისეთ საკითხებში როგორიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები; შეზღუდული შესაძლებლობები, კანონმდებლობა და კონვენცია; პალიატიური მზრუნველობის არსი, ტკივილების გაყუჩება; ადამიანის უფლება და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
ტრენინგს უძღვებიან: ფატი ძოწენიძე, გიორგი ახმეტელი, ეკა ჭყონია და ნინო კიკნაძე.
1 ივლისიდან დაიწყება უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა პროექტით გათვალისწინებული პირებისთვის.