23 ივნისს 15:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და მოსამართლეების ლელა ცანავას და გიორგი მიქაუტაძის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი კორუფციული ქმედება, სამსახურებრივი სიყალბე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა გააცნო ჟურნალისტებს.