ნეკროლოგი

8 მაისი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი წევრი ადვოკატი ქალბატონი, ნაზიბროლა ალფაიძე.

იგი ოთხი ათეულ წელზე მეტი ემსახურებოდა ქართულ იურისპრუდენციას, როგორც ქუთაისის წამყვანი წარმოების მაუდის ფაბრიკის, აბრეშუმ–კომბინატის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის ადვოკატურაში ადვოკატად.

იყო ერუდირებული, უდიდესი ინტელექტისა და კულტურის მქონე ქალბატონი, თავის საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი, კარგი ადამიანი და კოლეგა, რომელსაც დიდი სიყვარულით ,,დედის“ ვეძახდით.

არასოდეს ამბობდა უარს თავისი მდიდარი გამოცდილება გაეზიარებინა კოლეგებისთვის, იყო მრავალი ახალგაზრდა ადვოკატის აღმზრდელი და დამრიგებელი, არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც ერთხელაც კი ჰქონია ურთიერთობა და მისი სიმპატია და სიყვარული არ დაემსახურებინოს!

მთელი კოლექტივი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო, იგი ყოველთვის იქნება ჩვენთვის როგორც მაგალითი კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, პროფესიონალიზმის სითბოსა და სივარულის.

 მისი ხსოვნა ყოველთვის რჩება ჩვენს გულებში,

 მსუბუქი იყოს მის გულზე დაყრილი მიწა!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი