მშვიდობისა და ომის შეწყვეტის დეკლარაციის მხარდაჭერა

5 მაისი 2016

2016 წლის 14 მარტს სეულში, სამხრეთ კორეაში, გაიმართა მშვიდობისა და ომის

შეწყვეტის დეკლარაციის წარდგენის გრანდიოზული ცერემონია. აღნიშნული

დეკლარაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს ყველანაირი ომის სრული შეწყვეტისაკენ.

დეკლარაცია იძენს ფართო მხარდაჭერას სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურების

მხრიდან. საბოლოოდ უნდა დასრულდეს უბედურების მომტანი კონფლიქტები და

ომები. მშვიდობისა და ომის შეწყვეტის დეკლარაცია ხელმოწერილი და შესრულებული

უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს მიერ.

დეკლარაციის ძირითადი მიზანია საერთაშორისო სამართლის მექანიზმების

ამოქმედებით, აღნიშნული დეკლარაციის ინიცირების პროცესის დაწყება, რათა

თავიდან იქნას აცილებული მსოფლიოს მასშტაბით ყველანაირი ომი და სამხედრო

კონფლიქტი. დეკლარაციის ძირითადი საკითხებია:

1) მუქარისა და ძალის გამოყენების აკრძალვა;

2) ომის შესაძლებლობის შემცირება;

3) აგრესიის აკრძალვა;

4) რელიგიის თავისუფლება და რელიგიური კონფლიქტების მოგვარება;

5) მშვიდობის, კულტურის და განათლების გავრცელება.

ძალაში შესული დეკლარაცია იქნება ომების და სამხედრო კონფლიქტების

დასრულებისა და ახალი ცხელი წერტილების გაჩენის პრევენციის ეფექტური

ინსტრუმენტი, რაც მოიტანს მშვიდობას იმ რეგიონებში, სადაც მიმდინარეობს ომი და

იღვრება სისხლი.

მშვიდობისა და ომის შეწყვეტის დეკლარაციის მხარდაჭერა შეგიძლიათ გამოხატოთ

თქვენი ხელმოწერით http://peacelaw.org/

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი