საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს და ცნობილ უფლებადამცველს, ბატონ გიორგი თევზაძეს ვულოცავთ 50 წლის იუბილეს, ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებებს და სიკეთეს.
ბატონ გიორგის იცნობენ როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრს, მერაბ კოსტავას მეგობარს და თანამებრძოლს. ცნობილია, რომ მან 12 წლის ასაკში, ეროვნული ბიბლიოთეკიდან ლენინის წიგნები გამოტანა და პროტესტის ნიშნად დაწვა. გიორგი თევზაძე ყოველთვის იბრძოდა დემოკრატიული საქართველოსთვის და დღესაც აგრძელებს ბრძოლას ქვეყნის სამართლებრივი განვითარებისთვის.