ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებებს.
ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატთა კორპუსის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული წევრია. მის სახელს უკავშირდება უამრავი პროექტი, რომელმაც წინ წასწია და განავითარა ადვოკატის პროფესიული დონე და ინსტიტუციური განვითარება.