28 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მენტორი ადვოკატის უნარ-ჩვევების ტრენერ ადვოკატებს სერთიფიკატები გადასცა.
დღეს დაჯილდოვებულმა ადვოკატებმა გაიარეს მენტორი ადვოკატის ტრენერთა უნარ-ჩვევების ტრენინგი, რომელიც ჩატარდა თელავში 21-22 ივლისს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, გაუმჯობესდა ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტანდარტი. კერძოდ, 2019 წლის 01 იანრიდან, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიანი პროგრამა, რომელიც შედგება სამ თვიანი თეორიული ნაწილისა და მენტორ ადვოკატთან ცხრა თვიანი სტაჟირებისგან.