საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, ხელი შეუწყონ საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებას, კანონის უზენაესობის და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებას.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება:
> სოციალურ-საგანმანათლებლო ერთობლივი პროექტების განხორციელება.
> კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძებების მოწყობა, როგორც საეკლესიო სამართალთან, ასევე იურისპრუდენციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.
>შეხვედრების ორგანიზება ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების გაცნობის მიზნით.