მედიაციის საკითხებზე ადვოკატებთან შეხვედრა რუსთავში

29 ოქტომბერი 2018

მედიაციის პროცესში ადვოკატის როლის მნიშნელობიდან გამომდინარე, 26 ოქტომბერს, რუსთავში, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ადვოკატებთან. 

 

შეხვედრა გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და  ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემაში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე,  მონაწილეებს მისასალმებელი  სიტყვით მიმართა რუსუდან ტუშურმა,  ევროკავშირისა და გაეროს  ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება“ პროგრამის კოორდინატორმა, და  ისაუბრა საქართველოში მედიაციის განვითარების შესახებ.

 მედიაციის ინსტიტუტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასოციაციის წევრებს  ადვოკატმა და მედიატორმა ლაშა კალანდაძემ მიაწოდა. შეხვედრაზე,  სპეციალურად დამზადებული ვიდეო რგოლიც აჩვენეს.

 

ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა და მსგავსი შეხვედრების გამართვა  სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი