23-24 სექტემბერს, ბათუმსადაქუთაისში ადვოკატებმა, მოსამართლეებმა დაპროკურორებმა Bench-Bar-ისფორმატში, დისკუსია გამართესსისხლისსამართალწარმოების ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის, მიგრანტისუკანონოგადაყვანის,საზღვრისუკანონოგადაკვეთისდაასევე, ქმედებისთაღლითობადკვალიფიკაციისპრობლემატურისაკითხები.
სამოქალქო სამართალწარმოებისისეთაქტუალურთემებზე, როგორიცაა: სარჩელის უზრუნველყოფის და უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების პრობლემური საკითხები, მტკიცებულებათა შეგროვების და მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრაქტიკული საკითხები შეჯიბრებითობის პრიზმაში და მოსამართლის როლი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის კონტექსტში.
Bench-Bar-ის მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. შეხვედრა აქტიური დისკურიის ფორმატში წარიმართა და აღინიშნა,რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის.
შეხვედრა მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მიერ.