მადლობა პრეზიდენტ მარგველაშვილს თანამშრომლობისთვის

10 დეკემბერი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს ადვოკატთა ასოციაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი სათანადოდ აფასებს ადვოკატის პროფესიის მნიშვნელოვან როლს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების პროცესში და არაერთი გზით ყოველთვის მხარს უჭერდა იურიდიულ პროფესიას.

 

უამრავ სხვა მნიშვნელოვან საქმესთან ერთად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებასაც შეუწყო ხელი. გვსურს, განსაკუთრებით გამოვყოთ ორი პროექტი, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა:
 ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, რამაც ადვოკატებს საშუალება მისცა სათანადო გარემოში მიიღონ და გაირღმაონ ცოდნა ყველა საჭირო მიმართულებით; 
 2005-2012 წლებში რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის ფინანსრუსი მხარდაჭერა, რაც საშუალებას აძლევს რეპრესირებულ ადვოკატებსა და პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებულ პირებს ამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა და მათ მიმართ ჩადენილ უსამართლობას მიეცეს შესაბამისი მორალური, სამართლებრივი და ღირებულებითი შეფასება. 


 აქედან გამომდინარე, იმედს გამოვთავქმთ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალშიც გააგრძელებს საქმინობას და მსგავსი სახის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა თუ ინიციატივის მხარდაჭერას.

 

გვსურს წარმატებები ვუსურვოთ ბატონ პრეზიდენტს თავის სამომავლო საქმიანობაში. აქვე ვულოცავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას და ვიმედოვნებთ, რომ მასთან და მის ადმინისტრაციასთანაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიზნით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი